რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - სპეციალისტის რჩევა
1766681310
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ფასების კონტროლის შესახებ კვლავ კრიტიკის საგანია. უარყოფითი შეფასებები გამოითქვა არაერთი მედია საშუალების, ექსპერტისა თუ ოპოზიციური ლიდერის მხრიდან. ხელისუფლების შეფასებით, პროცესში გამოიკვეთა წინასწარ ორგანიზებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა ოპოზიციის თვითლუსტრაცია.
პროდუქციაზე გაზრდილი ფასების მიზეზებს, მათ შორის, სავარაუდო კარტელური გარიგებების არსებობას, საჯარო ფორმატში შეისწავლის პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება.
"არამარტო პრემიერზე, საერთოდ, მმართველ გუნდზე ხდება გააფთრებული თავდასხმები, როგორც კი რაიმე პოზიტიური ინფორმაცია ქვეყნდება თუნდაც იმ კვლევითი ინსტიტუტების მიერ, რომელიც ევროპის საბჭოსთვის მუშაობენ და მათ აწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება ფასწარმოქმნას - ასეთი უკონტროლო სიტუაციის, ამ ფასების და საერთოდ, ვაჭრობის სისტემაში, უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი კომპონენტი იმ საბოტაჟისა, იმ რევოლუციური სცენარისა, რომელიც საქართველოში ხდება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.