დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
ქვეყანაში საელჩოების დიქტატურა უნდა განეიტრალდეს - ეს განცხადება თეა წულუკიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თემაზე საუბრისას თქვა, რომ, როგორც მინისტრს, არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, როდესაც ელჩები მას უხეშ მითითებებს აძლევდნენ და ეს საქმიანი კომუნიკაციის ფორმებსაც სცდებოდა.
თემა დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის შეფასებით, ისინი თეა წულუკიანის სიტყვებს უნდობლობას უცხადებენ.
"სრული უნდობლობა მაქვს მის მიმართ, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლისადმი. მარჩიელობა და პროპაგანდა "ქართული ოცნების" საქმეა. მე არ ვენდობი "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომლებიც ჰყვებიან ზღაპრებს ხან ომის პარტიაზე, ხან Deep State-ზე, ახალ სიტყვას მოიგონებენ რამეს, არ ვენდობი უბრალოდ მათ," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.
შეფასებები გააკეთეს "გახარია საქართველოსთვის" წევრებმაც.
"გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ყველა ეტაპზე ამტკიცებენ საკუთარ მეგობრობას ჩვენი მისამართით, რაიმე სახით ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში," - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.