„სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი...“ - რას წერს ქეთი ქველაძე დედაზე
1744798919
არ შეიძლება, გერმანიასა და საფრანგეთში ელემენტარული ნაბიჯებისთვის ან პოსტისთვის რამდენიმე თვით ან წლით სვამდნენ ციხეში, მაშინ, როცა საქართველოში ადამიანებს კეფაში სროლით ემუქრებიან და შემდეგ ამბობენ, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა, რომელიც ორმაგი სტანდარტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სტატუსს გამოეხმაურა.
ლევან მახაშვილის თქმით, უკვე ბევრი მაგალითია, როცა სხვა ქვეყანაში გარკვეული ქმედება შიდა ტერორიზმია, მაგრამ საქართველოში იგივე ქმედება ფასდება, როგორც მშვიდობიანი პროტესტი.
„საქმე გვაქვს ასეთ ოქსიმორონთან. არავის სიამოვნებს კრიტიკა და ეს არც ჩვენი პრინციპია. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ, რომლის უკანაც ხშირად დაფინანსებით ან პოლიტიკური მხარდაჭერით ეს ძალები და საელჩოები დგანან. ამიტომ, კითხვებს პასუხები სჭირდება და არა, გაუგებარი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, ორსიტყვიანი წინადადებები, რასაც საელჩოები გვთავაზობენ ხოლმე. აქ დუმილი არ არის გამოსავალი. კონკრეტული პრობლემებია, რასაც პასუხი სჭირდება. არ შეიძლება, გერმანიასა და საფრანგეთში ელემენტარული ნაბიჯებისთვის ან პოსტისთვის რამდენიმე თვით, ან წლით სვამდნენ ციხეში, მაშინ, როცა საქართველოში კეფაში სროლით ემუქრებიან, ეს იყოს გამოხატვის თავისუფლება. ეს არ შეიძლება. ვისურვებდი, ამ ძალებმა პრიორიტეტები გაასწორონ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ურთიერთობები გადავტვირთოთ და კავშირები ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე გავაძლიეროთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.