მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
გავცემ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივი სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ ახლო გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს არალეგიტიმური, მარიონეტული მთავრობა განაგრძობს სასტიკი ზომების მიღებას ქართველების წინააღმდეგ. მე გავცემ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივი სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ და დავუშვათ, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველო დიქტატურაში გადაიჩეხოს“, – წერს კონგრესმენი ჯო უილსონი.