"არ მინდა, დასავლეთის გზაზე ვიაროთ ისე, რომ ჩვენს ცაში ცვიოდეს რუსული ისკანდერები და რუსული ჯავშანტექნიკა მოძრაობდეს ქუჩებში" - ვიქტორ ყიფიანი

viqtor kipiani

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურიერი" ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა უკრაინის ომზე ისაუბრა და მსოფლიო ქვეყნების მხარდაჭერაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, უკრაინის მიმართ გარდა ადამიანური თანადგომისა და სოლიდარობისა, სხვაგვარი დამოკიდებულება წარმოუდგენელია.

"ადამიანური თანადგომისა და სოლიდარობისა, მგონი, სხვაგვარი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და ამ ომს აქვს კიდევ სხვა დატვირთვა. არაერთხელ ითქვა, მათ შორის ამ ეთერიდან, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დადგენილი წესების გადაწერა მიმდინარეობს. დიდ სახელმწიფო ლიდერებს შორის თამაშის წესების განსაზღვრა მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი და დამატებითი დაცვითი ზღუდეა. 

ჟურნალისტის კითხვას, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შესახებ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს და ამაში საქართველოს როლს ეხება, ანალიტიკოსი ასე პასუხობს:  

"პრემიერის განცხადებაში ძირითადი აქცენტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და არსებული საფრთხეების მინიმალიზაციაზეა. კარგი იქნება, თუ პრემიერის აპარატი, დამატებით განმარტებას გააკეთებს იმ კონკრეტულ ციტატატზე და შეიტანენ მეტ სიცხადეს.

აუცილებელია, ნებისმიერ განცხადება დავინახოთ დინამიკაში, რომელიც არც თუ შორეულ მომავალში მიგვიყვანს ჩრდილო ატლანტიკურ სივრცემდე, მაგრამ მე არ მინდა, ამ გზაზე ვიაროთ ისე, რომ ჩვენს ცაში ცვიოდეს რუსული ისკანდერები და ქუჩებში რუსული ჯავშანტექნიკა მოძრაობდეს. 

ქართულ ტელეარხებზე სანქციებზე საუბარი "გარბენით" მიმდინარეობს. აქამდე მოსმენილი სანქციების პირველი პაკეტები ანეგდოტური იყო - მოიცავდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ნაწილს, მეორე პაკეტი შედარებით დაკორექტირებული იყო. თუმცა ახლა, რაც მოვისმინეთ, მესამე პაკეტზე - ეს გაცილებით სერიოზულია, რომელიც ფართო შეთანხმებას და ხანგრძლივობას მოითხოვს. 

დასავლეთს არ აქვს მზა რეცეპტი, რომელიც ამგვარ აგრესორთან, პუტინთან ეფექტიან ენას შეიმუშავებდა, ის შეთანხმებისთვის უუნაროა. 

რაც შეეხება სანქციებს, თუ თავს დასავლური სამყაროს ნაწილად ვთვლით, მაშინ ჩვენ ამ სანქციების პაკეტის პოლიტიკური მონაწილე უნდა გავხდეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ადეკვატური როლი მოვძებნოთ - ჩვენ ამ როლს ვერც გავუსწრებთ და ვერც ჩამოვრჩებით. 

ჩვენი ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს VTB ბანკის ნაწილში საერთაშორისო სანქციების პაკეტს, და ამავე დროს, ჩვენი კანონის გათვალისწინებით, ეს უწყება ვალდებულია იზრუნოს კლიენტებსა და მათ ინტერესებზე." - განმარტავს ვიქტორ ყიფიანი.