არ მგონია, რომ ასეთი განცხადებები ყოფილიყო გაკეთებული, რომელსაც შეიძლება ასეთი რისკი გაეჩინა ჩვენს ქვეყანაში სამხედრო კონფრონტაციის - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ.

"განცხადებებს არ ვიცი, მე რომ ვიზიარებდე, მე ვიტყოდი კონკრეტულ განცხადებას მე რომ მქონდეს ინფორმაცია, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია იმაზე როგორ გიპასუხოთ. მე ნამდვილად არ მგონია, რომ ასეთი განცხადებები ყოფილიყო გაკეთებული, რომელსაც შეიძლება ასეთი რისკი გაეჩინა ჩვენს ქვეყანაში სამხედრო კონფრონტაციის, მაგრამ ვიმეორებ, არსებობს მათ შორის კონკრეტული სამეცნიერო გამოკვლევა როგორც ჩემთვის არის ცნობილი და მისი გამოკვლევა პირველ რიგში უნდა შედიოდეს უსაფრთხოების, თუ ვინც არის დაინტერესებული მათ ინტერესებში“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.