პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ მე აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით. მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ყველას. ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით.
ეს კანონი არის გასაუქმებელი რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი.
მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში. ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპისგან.
მივმართავ ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში, აქ, ამერიკაში – ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს.
არ გვინდა, ის კანონი, რომელიც უაზროა და მისი აზრია, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ.“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.