პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა.
თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა.
„ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამარხზე დაწერა: „სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა, ბაიდენისა და ზელენსკის კადრების ხილვისას არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“.