პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ, ეს არის ერთადერთი ეპიტეთი, რომელიც მას მიესადაგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.
„გახარია არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი მის მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.