იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
განხილვის თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა იმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლებიც "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან". ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ:
"მათ აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული. რეალურად, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან იმ პერიოდისთვის, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.