გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
1735237792
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის დაწყებისთანავე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს, სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები:
"მოგახსენებთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას - პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია, მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებს და განსაკუთრებით იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო ქმედებას ჩადის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციის მიმდინარეობის პერიოდში დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა, სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები, კერძოდ, პარლამენტის წინ, შესავლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შემდეგაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და 2 პირი ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.