აქციაზე მომიტინგეებსა და მძღოლებს შორის კონფლიქტი მოხდა

aqcia

გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მომიტინგეებს გადაკეტილი ჰქონდათ ავტოსაგზაო მოძრაობა, მომიტინგეებსა და მძღოლებს შორის კონფლიქტი მოხდა.

მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გზები გადაკეტილი.

მძღოლები ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის გადაადგილების საშუალება. დაძაბულობის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.