აქცია პარლამენტთან - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქცია

ამ წუთებში, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს .