1759573255
„აქ ვართ იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ხმის მიცემის პროცესი“ - საერთაშორისო დამკვირვებელი საფრანგეთიდან

"ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დავეხმაროთ გამჭვირვალე პროცესის წარმართვას", - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, ფრანკ ივონ პენგამი საუბრობს. მისი თქმით, მიზანია, გამჭვირვალე პროცესის წარმართვას დაეხმარონ.
"ჩვენ ვართ საერთაშორისო დამკვირვებლები საფრანგეთიდან. აქ ვართ იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ხმის მიცემის პროცესი. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დავეხმაროთ გამჭვირვალე პროცესის წარმართვას", - ამბობს ფრანკ ივონ პენგამი.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.