აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და 8 პროცენტი კი არა, პირდაპირ მათი პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი - ჩარკვიანი მელიას

თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი დღეს NDI-ის კვევას ეხმიანება, რომლის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება მათ ინტერესებს არ გამოხატავს.

„ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძის ქება დაიმსახურა, ასე გააგრძელე და ვექტორალური აზელვა ქვეყნის ცრუ დამბეზღებელთან, აპიპიპენთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და 8 პროცენტი კი არა პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი !!!!!!! ხალხი?

ხალხი ბრძენია, როცა პუტინის ტყვე სააკაშვილი ციხეშია, პრინციპული ბრძოლა ღირებულბებით ხალხმა ვერ დაინახა და ხალხი “თამაშს” და ვექტორალურ ” აზელვას ” ფსევდო ლიდერებს”-არავის აპატიებს, არც აპატია“! – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე ამბობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და ეს არის ოპოზიციის მიმართ:

„NDI-ს კვლევებზე, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ეს მათი ძლიერი მხარეა, არ ვენდობი. ეს რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ და ეს არის ოპოზიციის მიმართ, თორემ ჩვენ აგერ, მერამდენე მოწვევაა, უმრავლესობაში ვართ.

პრობლემა არის ოპოზიციურ ნაწილში და მის ელექტორატში. ოპოზიციისთვის ეს არის კიდევ ერთი კარგი ალიყური, შემოლაწუნება, რომ გონს მოეგონ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.