"განადგურდება პაპის ბეჭედი..." - რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს
1745227016
„ძალიან მაინტერესებს მაგალითად, ამერიკის მხარესაც იმავეს მოუწოდებენ თუ არა ვინაიდან სრულ თანხვედრაშია ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ახალ მემორანდუმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ანტი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონის მიღება მოსახლეობის დაკვეთა იყო.
„ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონის მიღება იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, ვგულისხმობ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. არ ვიცი, შეიძლება გამონაკლისის სახით იყოს 5-10% მაქსიმუმ. ვინაიდან ყველა ხედავს, როგორი გამოწვევები არის მსოფლიოში. ვისაც როგორი სექსუალური ორიენტაცია უნდა, ისეთი შეუძლია აირჩიოს, სახლში რაც უნდა ის აკეთოს არავის არ აინტერესებს. პროპაგანდა ბავშვებში არის წითელი ხაზი და სამწუხაროდ, მე შეგნებულად არ ჩამოვთვლი ძალიან წარმატებულ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, სადაც აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ბავშვებში. იქ სკოლებში შოუები იდგმება, ბაღებში შოუები იდგმება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები. 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი, აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“ ქმნის ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან. ევროკომისარი წერს, რომ კანონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციას იწვევს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ეს კანონი.