ანდრო ბარნოვი - კონკრეტული დამნაშავეები აგებენ პასუხს, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ „ჟურნალისტებს“ რომლებიც ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?

ანდრო ბარნოვი

როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

ბარნოვი სვამს კითხვას, რა სამართლებრივი საფუძველია იმისთვის, რომ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ „იმ ვითომ "ჟურნალისტებს" , რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?“ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს. თუმცა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ "ჟურნალისტებს" რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?

რა უნდა ვუყოთ იმ "ჟურნალისტებს", რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?“ - წერს ანდრო ბარნოვი Facebook-ზე.