ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!

თოფურია

აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, - წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.

მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ბიუროკრატებს სიმართლეს ეუბნება, თუმცა, ისინი კვლავ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ.

“აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის. მათ არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება - ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში და უკრაინელებს რუსეთთან ომისკენ უბიძგეს.

ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მათ სიმართლეს ეუბნება - ისევ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ. ერთი რამ ცხადია - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!” - წერს ვახტანგ თოფურია.