ანა წითლიძის დავალებით ენმ-ის აქტივისტები „ქართული ოცნების“ პლაკატებს აზიანებენ - მამუკა წოწერია

წოწერია

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” პლაკატებს და ბილბორდებს აზიანებენ, მხილებული არიან კონკრეტული პირებიც. საარჩევნო დარღვევაზე მმართველი პარტიის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოაქვთ მათთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი და უკანონო ქმედებები.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელისგან ანა წითლიძისგან მიიღეს დავალება, რომ დააზიანონ ქართული ოცნების ბანერები, ბილბორდები და პლაკატები.

მათ გუშინ დააზიანეს კომბინატის დასახლებაში ქართული ოცნების მიერ გაკრული პლაკატები. კონკრეტულად კომბინატის ქუჩებში პლაკატების ჩამოხევის დავალება მიღებული ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ქეთი რაფავას, რაფავას მიერ პლაკატების დაზიანება გადაღებულია ვიდეოკადრებით, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააზიანეს, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ქართული ოცნების ბილბორდიც. პოლიტიკურად განადგურებულმა ოპოზიციამ კარგად იცის რომ აგებენ არჩევნებს, ეს ჩანს ყველა შიდა კვლევაში, რომელიც ჩატარდა, ისინი ვერ ეგუებიან მათ მორიგ დიდ მარცხს და მიდიან ყველაფერზე .

ჩადენილი დანაშაული საარჩევნო კოდექსის მეოთხმოცე მუხლის შესაბამისად ისჯება ჯარიმით. მივმართავთ შესაბამის უწყებებს შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისად დაჯარიმდეს კანონდამრღვევები.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ასახონ შესაბამის დასკვნებში. ჩვენ წინა კვირას გავასაჯაროვეთ თუ როგორ ართმევდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებნლები სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, ასევე გავასაჯაროვეთ ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული კონკრეტული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან და გვარამია მელიას პარტიასთან ერთად ემზადებიან არჩევნების დღეს უბნებზე ხმაურისა არეულობის მოსაწყობად, რათა საზოგადოებას ფეიკ ამბებით ანახონ, რომ ვითომ არჩევნები ყალბდება.

კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არ აქვთ საარჩევნო კამპანია, არ ხვდებიან მოქალაქეებს, არ სთავაზობენ კონკრეტულ პროგრამებს, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, აქციებისა და ქუჩის პროტესტისთვის, რადგან იციან, რომ არჩევნებში ქართულ ოცნებასთან მარცხდებიან.

მოვუწოდებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება აწარმოოს თანაბარი საარჩევნო კამპანია, ნუ შემოაქვთ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი და მათი ბნელი წარსულისთვის აპრობირებული მეთოდები“, განაცხადა მამუკა წოწერიამ.