ანა წითლიძე ნიკა გვარამიას ისევ უპირისპირდება

ანა წითლიძე

დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანა წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი წერს, ის დოკუმენტებით და გვარამიას ხელფასის ამონაწერით, საჯაროდ წარდგება.

„სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად. ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს - საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, - წერს წითლიძე.