დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას ჰპირდება, რომ როცა აშშ ირანთან ომს მოიგებს, ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცემა.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, საბოლოოდ ერთი გალონი საწვავის ფასი 2 დოლარზე დაბლა დაეცემა.

„როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ეცემა, ოღონდ კიდევ უფრო მეტად. ერთი გალონი 3 დოლარი და საბოლოოდ კი გალონის ფასი 2 დოლარზე დაბლა დაეცემა. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება და ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი!“, - დაწერა ტრამპმა.