„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
არანაირი პოლიტიკური პარტიების გაუქმება არ არის იმაზე უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აუქმებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლა გაგრძელდება „რუსული საოკუპაციო რეჟიმის“ დასრულებამდე.
„გუშინაც ვთქვი და გავიმეორებ, შალვა პაპუაშვილმა თავისი საკონსტიტუციო სარჩელი დაახვიოს და ზუსტად იცის, რა მიმართულებით შეუძლია შემდეგ გამოიყენოს. არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი. პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი გკრძალავს. არანაირი პოლიტიკური პარტიების გაუქმება არ არის იმაზე უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აუქმებენ. გვაკარგინებენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თითოეული მოქალაქის თავისუფლებასთან. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, როგორიც არ უნდა იყოს ეს სარჩელი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ასევე არის დანამატი „ქართული ოცნების“, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე მათ არ დავასრულებთ“, – განაცხადა წითლიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თავად ხომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სარჩელის შეტანას, წითლიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას სარჩელის ნახვის შემდეგ მიიღებენ.
„ეს პოზიცია გვქონდა ჩვენ და იმავე პოზიციაზე ვრჩებით. ჯერ ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის ეს ე.წ. სარჩელი და ამ სარჩელის შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება კონკრეტული პოზიცია, როგორ ვიქნებით წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა წითლიძემ.