ამომრჩევლებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მანდატი რომ მიეცათ, დღეს შეიძლება, საქართველოს საერთოდ არ ეარსება - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ამომრჩევლებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების პასუხისმგებლობის თემაზე საუბრისას.

„გასამართლება უნდა მოხდეს იმ აგენტურული ე.წ. პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ამ არჩევნებზე ოთხ პარტიაში არის გადანაწილებული. რაც შეეხება ამომრჩევლებს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მანდატი რომ მიეცათ, დღეს საქართველოს შეიძლება, საერთოდ არ ეარსება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.