თბილისში, ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია
1759597580
"ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩატარდა", - ამის შესახებ დამკვირვებელი მალტადან, იუსტინ გასპარი საუბრობს. მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგია გამართულად მუშაობს.
"ძალიან პოზიტიური შეფასება მაქვს. ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩატარდა. ასევე, უნდა აღინიშნოს ელექტრონული ტექნოლოგია, რომელიც გამართულად მუშაობს. მე მალტადან ვარ, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ნაწილობრივ ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ კუთხით ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია", - აცხადებს იუსტინ გასპარი.
28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.