ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ამ ელექტრონულ სისტემას თავის დროზე „ნაციონალები“ თვითონ აპირებდნენ, ოღონდ არ გააკეთეს იმის გამო, რომ ვერ ყალბდება ამ პირობებში არჩევნები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.
„არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას და ვერ იქნება იმ საარჩევნო სისტემიდან და გარემოდან გამომდინარე, რომელიც არის. ბევრმა ოპოზიციონერმა, როდესაც გაეცნენ ახალ ელექტრონულ სისტემას, აღიარეს. იგივე, გვარამიას ვიდეო არსებობს, სააკაშვილის პოსტი და ა.შ. რომ არჩევნები ვერ ყალბდება ამ მეთოდით. სხვათა შორის, ამ ელექტრონულ სისტემას თავის დროზე „ნაციონალები“ თვითონ აპირებდნენ, ოღონდ არ გააკეთეს იმის გამო, რომ ვერ ყალბდება ამ პირობებში არჩევნები. დანარჩენი, მათ სინდისზე იქნებ დამოკიდებული, ვინ რა განცხადებას და შეფასებას გააკეთებს. მოსახლეობა კარგად დაინახავს ყველაფერს, როდესაც დაინახავენ პროცესს - როგორ შედიან ადამიანები საარჩევნო უბნებზე, წყნარად, მშვიდად, ასრულებენ მოქალაქეობრივ ვალს, ნახავენ თვითონ საარჩევნო პროცესს, როგორ ხდება ეს ყველაფერი.
სხვათა შორის, ძალიან დიდმა ნაწილმა მოსახლეობის, თუ სწორად მახსოვს რიცხვი, ნახევარ მილიონ ადამიანს გააცნეს უკვე ეს სისტემა და საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. დანარჩენი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ სინდისზე იყოს, ვერაფერს ისინი, გარედან იქნება, თუ შიგნიდან, იმ შედეგებს, რა შედეგებიც იქნება, ცესკო დადებს და რა შედეგსაც დადებს საქართველოს მოსახლეობა, ვერავინ შეცვლის. დამთავრდა ის დრო, როდესაც ხელის გატკაცუნებით რაიმე იცვლებოდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სალუქვაძემ.