კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
1772723011
მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, ნახიჩევანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
მისი თქმით, ძნელად სავარაუდოა, რომ პროცესები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მალე დასრულება.
„აზერბაიჯანი საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებს. განმუხტვისკენ არ მიდის საქმე. ვისაც ესმის დიპლომატიის ენა, ყველა გაიგებს, რომ დაძაბულობისკენ მიდის ეს ყველაფერი. არადა სულ ახლახან, შარშან თუ შარშანწინ ირანი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ. ასე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ვითარება. შეფასებების გაკეთება რთულია. ვარაუდის გამოთქმა ასეთ დროს, როცა დაძაბულია ვითარება, არაკორექტულია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რას უპასუხებს ირანი და რა ნაბიჯები მოჰყვება ამ ყველაფერს.
რა თქმა უნდა მოიძებნებიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება.
დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ შესაძლოა სექტემბრამდეც კი გააგრძელოს ტრამპმა ეს ოპერაცია. ასე რომ მალე დამთავრებას არ ველოდები. შესაბამისად, კონფლიქტის გაფართოების რისკები ძალიან მაღალია“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულ აეროპორტს 3-მა ირანულმა დრონმა დაარტყა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა უარყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის განცხადება მიუღებელია.