აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზა მიზნად ისახავს ირანის რაკეტების მიწისქვეშა საწყობების განადგურებას - „როიტერი“

ომი

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზა მიზნად ისახავს ირანის რაკეტების მიწისქვეშა საწყობების განადგურებას და მისი დასრულება დამოკიდებული იქნება რაკეტების რაოდენობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმები მიიტანეს ირანული რაკეტების გამშვებ დანადგარებზე, რომელთა სამიზნეც, შეიძლება, ისრაელის ქალაქები გახდეს.

ანონიმური წყაროს ცნობით, ოპერაციის მეორე ფაზა მოიცავს ბუნკერებს, სადაც ინახება ბალისტიკური რაკეტები და აღჭურვილობა.

სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთმა წყაროს თქმით, ისრაელი მიისწრაფვის, რომ ომის დასასრულს ირანს აღარ ჰქონდეს საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა.

ირანული რაკეტების არსენალის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ისრაელის  ცნობებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე თეირანს 2500-მდე რაკეტა ჰქონდა, ხოლო ანალიტიკოსების ინფორმაციით, ირანს 6000 რაკეტა აქვს.