გურიაში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
1741963190
ამერიკული სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის არცერთი შემთხვევა აღარ გვაქვს, ეს უზარმაზარი წარმატებაა და ყველას უნდა გვახარებდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.
„ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები იძაბებოდა ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ისინი იძულებული იყვნენ, ეთქვათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამას ამბობდნენ ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკული სპეცსამსახურები და საქართველოს განსაკუთრებულ როლს აღნიშნავდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ზოგადი საუბარი, არამედ კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებული. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ინდექსი გაუმჯობესდებოდა. გახსოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები გლობალურ ტერორისტულ ქსელში იყვნენ ჩართულები, მოწინავე პოზიციებიც კი ეკავათ და ამ მძიმე სიტუაციიდან დავიძარით. ახლა უკვე ამერიკული სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ არც ერთი შემთხვევა აღარ გვაქვს გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობისა. ეს არის უზარმაზარი წარმატება. გლობალური უსაფრთხოების, მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავების წარმატება ყველას ერთად უნდა გვახარებდეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.