ამერიკული „ფარას“ გადმოტანა ქართულ სამართლებრივ სივრცეში, უპირველესად მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი გაძლიერდეს - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკული ფარას ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვას გულისხმობს. მისი თქმით, აღნიშნული გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს.

„ის დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ შორის გულისხმობს ამერიკული ფარას გადმოტანას ქართულ სამართლებრივ სივრცეში, უპირველესად მიმართულია იმისკენ, რომ მოხედეს სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერება და ამ სუვერენიტეტის დაცვისთვის, კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის გაჩენა“, - აცხადებს ჭეიშვილი.