ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არასერიოზული საქციელი და ნაბიჯი იყო, ერთ დღეში არაფერი შეცვლილა, არც მოწვევის გამოგზავნა და არც მოწვევის გაწვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რთულია მსგავსი ნაბიჯებით ერთმანეთთან პარტნიორობაზე საუბარი.
„არ შეიძლება, ეს სერიოზულ ნაბიჯად აღვიქვათ. ეს ერთადერთ რაიმეს ემსახურებოდა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ჰქონდეს და ეს იყო რამდენიმე დღიანი დღის წესრიგის შექმნის მცდელობა. ბოლო პერიოდში ისეთ ნაბიჯებს ვხედავთ, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს. რთულია მსგავსი ნაბიჯებით ერთმანეთთან პარტნიორობაზე ვისაუბროთ. ჩვენთვის ამერიკასთან ურთიერთობა ძვირფასია და ასეთი ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება, პირიქით, მიმართულია მისი შესუსტებისკენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.