საყურადღებო ინფორმაცია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1734095758
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ტრამპის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვებით აშშ-ის „ოქროს ხანა“ დაიწყება.
„ჩვენ ვაპირებთ, ჩვენს ქვეყანას გამოჯანმრთელებაში დავეხმაროთ. ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აშშ კვლავ დიდებული გავხადოთ“, - განაცხადა მან.BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს, მის კონკურენტ კამალა ჰარისს კი - 218. მოსაგებად პრეზიდენტობის კანდიდატს 270 ხმის მიღება სჭირდება.