„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს...“ - მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
1741118900
უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი.
გამოცემის თქმით, სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა.
„მეორე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს, ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები გაამჟღავნონ. საქართველოში დაახლოებით 26 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა - 143 მოქალაქეზე ერთი ორგანიზაცია, რაც გლობალურად უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ 26%-მა გახადა თავისი ფინანსები გამჭვირვალე. თანხების უმეტესი ნაწილი მოდიოდა USAID-დან , „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და სხვა დასავლური წყაროებიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ ომში ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ საზოგადოებად ითვლება. უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია სტატიაში.