ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა "საგარეო" კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი! - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები უფრო დამაჯერებლები იქნებიან, თუ თანამდებობებს დატოვებენ და საკუთარ ღირებულებებზე დაფიქრდებიან.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა "საგარეო" კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები...ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით.” - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.