ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა
1735145613
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი “დღის კურიერის“ ეთერში ბანერების თემას შეეხო და განაცხადა, რომ საქართველომ ამით მხოლოდ გულისტკივილი გამოხატა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ბანერები ამ ვითარებაში მხოლოდ საქართველოს განწყობას გამოხატავს და სოლიდარობას უკრაინის მიმართ.
“ამ ვითარებაში ჩვენს განწყობას გამოხატავს უკრაინის დანგრეული ხედების ჩვენება, უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, მეორე მხრივ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ რა კარგად ვართ და ისინი რა ცუდად არიანო.
ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ჩვენი კადრები საქართველოს, თბილისის, ბათუმის ნებისმიერი კადრები, შეიძლება ხვალ ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც უკრაინის კადრებია. ამას თან ჩვენ კი არ ვამბობთ მარტო, ამას ამბობენ პოლიტიკოსები დასავლეთში, აღმოსავლეთში და ყველგან, თვითონ უკრაინაშიც. კი არის სიტყვის თავისუფლება შეზღუდული ომის ფონზე, მაგრამ კითხეთ აბა უკრაინელებსაც. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენზე და ჩვენს გულისტკივილზე, რომ შეიძლება ჩვენი შენობებიც ზუსტად იმავენაირად იყოს, როგორც იმ ფოტოებზეა,“- აცხადებს ვოლსკი.