1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
დემოკრატის აღქმის გლობალური ინდექსით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. 2025 წლის ანგარიში საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა "დემოკრატიების ალიანსმა" გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. "მწვანე ზონაშია". ევროპაში ნორვეგია, დანია და შვედეთი ლიდერობენ, ყველაზე ცუდი შეფასება უკრაინას, საფრანგეთს და სერბეთს აქვს.
საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 10-ზე მეტ სახელმწიფოს. საქართველო მსოფლიო სამეულშია და უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა საგარეო შემოტევების საფრთხის აღქმით.
ამასთან, ქართული საზოგადოება ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად გამოხატავს მზაობას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი უცხოური ძალების შემოტევებისგან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთ მკაფიო პასუხს იძლევა იმ ყველ აქტორისთვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტყუილებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შევსებას.
"საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ყველა დემოკრატიული ინდექსით გათვალისწინებულ შრეებში, ეს კიდევ ერთ მკაფიო პასუხს იძლევა იმ ყველა აქტორისთვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტყუილებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შევსებას. პასუხი არის ცალსახა და ნათელი - საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიდის წინ, ამ რეიტინგით, ქვეყანა იკავებს წამყვან პოზიციებს ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მიმართ შტურმი, რომელსაც გლობალური "დიფ სთეითი" ძირითადად ევრობიურ