დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
„ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, ისინი იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე.
მან პარლამენტში მყოფ პრემიერს მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხო მომავალი მხოლოდ ევროპაშია.
„ეს ესმის ყველას. ესმის სვირინგიან ადამიანსაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თქვენ გარეგნობას უწუნებთ. რიტორიკის მიუღებლობა, ნებისმიერი პარტიული კუთვნილების მიუღებლობაც კი არ უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკურ დისკურსს.
დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი, ან ხართ რუსეთისკენ, ან ხართ დასავლეთისკენ, ან ხართ მტრისკენ, ან ხართ -მოყვრისკენ, ან ხართ უკრაინისკენ, ან ხართ პუტინისკენ, საერთაშორისო დამნაშავისკენ.
დღეს გახდა ეს არჩევანი ყველაზე ცხადი, და ამას ცხადად ხედავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა სწრაფვა თავისუფლებისკენ არის ყველაზე მიუღებელი თქვენთვის“, - მიმართა პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.