პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მნიშვნელოვანია, მათ შორის ხვალ, როდესაც უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს, ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის პოლიტიკოსების ბრძოლა, ეს ადამიანები იბრძვიან ქვეყნისთვის, კონსტიტუციისთვის და კანონისთვის.
„მნიშვნელოვანია, მათ შორის ხვალ, როცა უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს. ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბოდიში, გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდა და უნდათ ევროპული მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს და არ უნდათ რუსეთში. პოლიტიკოსები ამ ადამიანების ხელში უბრალოდ ინსტრუმენტები ვართ, ამ ადამიანების გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ. ეს არის ჩვენი ვალი.
იმ ადამიანების რაოდენობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებიც დღეს იყვნენ შეკრებილი, უნდა ყოფილიყო იმის განმსაზღვრელი, რომ ეს კანონი უკან წაიღონ. ეს კანონი არ უნდა მიიღონ, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის სახიფათო და იმის დამაზუსტებელი, რომ ასე არ მიგვიღებენ. ეს არის პროტესტის შინაარსიც, ოღონდ პოლიტიკოსების გარეშეც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.