ამ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ყოველთვის ჰქონდა, ამის შედეგი იყო გირგვლიანის მკვლელების ანგარებით შეწყალება, ასეულობით პატიმრის მკვლელობა - კობახიძე სააკაშვილზე

კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, განაცხადა.

"რაზეა ეს კაცი დაჭერილი - ერთი ის, რომ ხელი დააფარა გირგვლიანის მკვლელებს, მე მგონია, ფსიქიკური პრობლემები თუ არ გაქვს, ფსიქოლოგიური მაინც, ამას არ გააკეთებ. ვალერი გელაშვილის წამება - ფსიქიკური პრობლემები თუ არ გაქვს, ამას არ გააკეთებ. ამ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა ყოველთვის, ამის შედეგი იყო სწორედ გირგვლიანის მკვლელების ანგარებით შეწყალება, ამის შედეგი იყო ასეულობით პატიმრის მკვლელობა, გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა, ვალერი გელაშვილის წამება და ა.შ. ეს ყველაფერი მისი ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგი იყო,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სხვა სიახლეები