პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარის გარეშე დატოვა. მას მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა, ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების მიზეზი კი, მისი განცხადება გახდა.
რამდენიმე დღის წინ, ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.
მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.
განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა:
"არ უნდა განსხვავებული აზრის ატანა და დიპლომატებსაც კი უკრძალავენ და ცენზურას უწესებენ. ამ კაცმა თქვა მარტივი რამ, დასავლეთის, ევროპის გარეშე, სანქცირებული, იზოლირებული ქვეყანას ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს. ეს მომავალი გვიქადის იმ შემთხვევაში, თუ არც ინვესტიციები არ შემოვა ამ ქვეყანაში და არც ინსტიტუციური კავშირები არ გვექნება დასავლეთთან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051