ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ - ზაალ უდუმაშვილი

უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პარტიის სამომავლო სტრატეგიას განიხილავენ.

“ბუნებრივია, ძალიან რთულ პერიოდში ვართ, რთული ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ, დიახ, ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ. პარალელურად, განიხილება ყველა ის მიმართულება, რომელიც აქამდე იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა, ტალღა და ქუჩის პროტესტი.

ასევე, ძალიან აქტიურად იქნება მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აქტიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ დრო არის ძალების გაერთიანების, რათა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე", - აცხადებს უდუმაშვილი.