“ალტ-ინფო“ საპროტესტო აქციას აანონსებს: - მთელი საქართველოდან კოლონები დაძრულია

Konstantine Morgoshia

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია საპროტესტო აქციას აანონსებს. მორგოშიას განცხადებით, საპროტესტო აქცია 12 საათზე დაიწყება.

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან კოლონები დაძრულია. დაახლოებით 11 საათზე დაიწყებენ ეს კოლონები თბილისში შემოსვლას. დააკავეს ჩვენი 26-მდე მხარდამჭერი, მათ შორის პარტიის ორი ლიდერი, ირაკლი მარტინენკო და ზურა მახარაძე. ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს დღე არის ჩვენი, ქართველი ხალხის გამარჯვების დღე იმიტომ, რომ 5 ივლისიდან მოყოლებული ისინი ამბობენ, რომ „პრაიდს“ ვერ ატარებენ, თუმცა ჩვენ მათი არ გვჯერა და მაინც აქ ვიდგებით და იმ ოდნავ შანსსაც კი, რომ მათ რამე პროვოკაცია მოუწყონ ქართველ ხალხს, ჩვენ აღმოვფხვრით“, - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ