"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებისთვის უნგრეთის დედაქალაქის შერჩევას, საუკეთესო არჩევანს უწოდებს გერმანიის ყველაზე რეიტინგული პარტია „ალტენატივა გერმანიისთვის“. საგანგებო განცხადებით პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი გამოვიდა და უნგრეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ვიქტორ ორბანს მშვიდობის ერთგულებისთვის. მალე უნგრეთში პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ეს კი იმის საუკეთესო მტკიცებულება იქნება, რომ უნგრეთი და მისი მმართველობა სწორ გზას ადგანან. უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“, - განაცხადა ალის ვაიდელმა.