მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, განათლების ყოფილ მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი, თანამებრძოლი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.