იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2025-2026 სასწავლო წლის პროგრამის და თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსის მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ. ალექსანდრე ტაბატაძემ ქართველ ოფიცრებს „თავდაცვის კოდექსის“ ახალი რედაქციის ფარგლებში დანერგილი სიახლეები გააცნო და ყურადღება ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის ახალ მიდგომებზე გაამახვილა. მისი თქმით, რეფორმის შემდეგ, რომელიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებას შეეხება, სამხედრო სამსახურის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება.
შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი თავდაცვის უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციაშია და კომიტეტის წევრები სამხედრო ნაწილებში პერიოდულად ეცნობიან თუ როგორ ტარდება თეორიული და პრაქტიკული სამხედრო სწავლებები.
ალექსანდრე ტაბატაძემ ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის ქართველ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.