ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.