რეპერ Puff daddy-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1727553328
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე შვეიცარიელი ალენ ბერსე აირჩიეს.
ის ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება. ის ამ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს ჩაანაცვლებს.
ალენ ბერსე 2012-2023 წლებში შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს, ასევე იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. 2003-2011 წლებში ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი იყო.