„ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“ - ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია

საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ ის გააუქმებს რუსული სტილის უცხო აგენტების კანონს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მათ გამოიწვიეს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გამოწვეული და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ. ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის დემონტაჟის და მათ ევრო ატლანტიკური არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.