1757179938
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური კლდისა და წნისის ამომრჩევლებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სოფლების - კლდისა და წნისის ამომრჩევლებს შეხვდა. ვარლამ წიკლაურმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, დასახულ მიზნებზე, მუნიციპალიტეტის ოთხწლიანი განვითარების ხედვაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
მან უპასუხა ადგილობრივების კითხვებს და მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები.
"ადგილობრივების მხრიდან მოვისმინე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია და პირობა მივეცი მათ, რომ სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტი იქნება.
შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. გპირდებით, რომ თქვენს იმედებს აუცილებლად გავამართლებ და თითოეული მოქალაქის გვერდში მდგომი მერი ვიქნები. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრება", - აცხადებს ვარლამ წიკლაური.