ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

no

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად, სოფლების - მიქელწმინდის, წირისა და წყრუთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

წიკლაურმა შეხვედრებზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება, მოსახლეობას გაუუმჯობესოს და შეუქმნას საცხოვრებლად კომფორტული პირობები, იზრუნოს ადგილობრივებზე და ის გამოწვევები, რაც ამ დროისთვის არის სოფლებში, ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას. ხაზი გაესვა ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გავაცანი თუ როგორ ვხედავ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას, დავპირდი, რომ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ მათთან ერთად და ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც განხორციელდება, თითოეულ მოსახლესთან იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა მან.