ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რამაც უკრაინა მეიდნამდე მიიყვანა - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი აქციაზე განვითარებულ პროცესებს გამეოხმაურა.

„მგონია, რომ გარკვეულწილად ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს ამ აქციაში ახალგაზრდების მონაწილეობას. აბსოლუტურად მოგონილი თემაა თითქოს ევროპისკენ სვლა შეჩერებულია, ვინაიდან ყველა მაჩვენებლით ჩვენ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, ზოგიერთ ევროკავშირის წევრსაც ვუსწრებთ. მეორე საკითხია, რაც საგანგაშოა, რომ პოლიტიკურ ლიდერები ჩამოყალიბდნენ ისეთ მავნებლებად, რომელთაც ერთადერთი სახელი შეიძლება დაარქვა - ქვეყნის წინაშე დამნაშავეები. შავი ლაქა სიმბოლოდ გაიხადეს. ძალიან გული მწყდება, რომ ამდენი ახალგაზრდა შეცდომაშია შეყვანილი. ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მეიდნამდე მიიყვანა უკრაინა. სისხლისღვრაზეა საუბარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.